Facebook Telegram

ესპერანტოს საზაფხულო სკოლა 2017

ბანსკა შტიავნიცა (სლოვაკეთი), 15-23 ივლისი, 2017

სწავლება

SES-ზე ესპერანტოს სწავლებას დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონდე პედაგოგები გაუძღვებიან.

თვითშეფასება

ესპერანტოში თქვენი ამჟამინდელი დონის შესამოწმებლად გთავაზობთ ხუთწუთიან ინტერნეტკითხვარს. გაცემული პასუხების მეშვეობით შევძლებთ შესაბამისი ჯგუფი შემოგთავაზოთ. კითხვარი დამწყებებს არ ეხება.

კითხვარი 12 ენაზეა. შედეგის სანდოობისათვის რეკომენდებულია მისი თქვენსავე მშობლიურ ენაზე შევსება.

CatalàČeštinaDeutschEnglishEspañolEsperantoFrançaisItalianoMagyarPolskiРусскийSlovenčina

მასწავლებლები

დონე A1

Víctor Solé ვიქტორ სოლე (კატალუნია)
Jana Kamenická იანა კამენიცკა (სლოვაკეთი)

დონეები A2–B1

Christophe Chazarein კრისტოფ შაზარენი (საფრანგეთი)
Nina Pietuchowska ნინა პეტუხოვსკა (პოლონეთი)

დონე B2

Tim Morley ტიმ მორლი (გაერთიანებული სამეფო)
Przemysław Wierzbowski პშემისლავ ვიეჟბოვსკი (პოლონეთი)

დონეები C1–C2

Konstantin Tikhomirov კონსტანტინ ტიხომიროვი (რუსეთი/პოლონეთი)

ესპერანტოს ლიტერატურა და კულტურა

ესპერანტოში შეგიძლიათ გამოხატოთ არა მხოლოდ სიყვარული ან ბრაზი, იკამათოთ ან სრულიად დაივიწყოთ კიდეც აკუზატივი, არამედ ასევე წეროთ ლიტერატურული ტექსტებიც! ზამენჰოფიც ეპოქიდანვე ჩვენს ენაზე გაჩნდა ლექსები, რომანები, მოთხრობები და სიმღერის ტექსტთა ჩათვლით ყველანაირი ბელეტრისტიკა. მოდით ჩვენს კურსზე და გაეცანით ესპერანტოს ლიტერატურას, ჩვენ გასწავლით როგორ (არ) დაწეროთ კარგი ლექსი! :)

მონაწილეთა სურვილებისა და შემადგენლობის მიხედვით გადავწყვეტთ შემდეგ საკითხებს:

Nicola Ruggiero Nicola Ruggiero (იტალია)

ნიკოლა რუჯიერო (იტალია, 1986). დაიბადა მოლა-დი-ბარიში, აპულია (სამხრ. იტალია), ამჟამად ცხოვრობს სელტიარნარნესში, რეიკიავიკთან (ისლანდია) ახლოს. 2006 წლიდან ესპერანტოს მწერალთა ასოციაციის (EVA) კომიტეტის წევრი, TEJO-ს B კატეგორიის კომიტეტის ყოფილი წევრი, იტალიის ესპერანტოს ახალგაზრდული ასოციაციის პრეზიდენტი 2006-2008 წლებში. ბალდურ რაგნარსონის ნაწარმოებთა სრულ კრებულში „სპეტაკი ენა“ („La lingvo serena“), გამოქვეყნებული აქვს ესე „ლუკულოს ალუბლები“ („La ĉerizarboj de Lucullo“). არის ავტორი მოხსენებებისა „La Infana Raso“-სა („ბავშვური რასა“) და ესპერანტოს მრავალ მწერალზე სხვადასხვა კონგრესებზე, ბოლოს ბალდურ რაგნარსონის შესახებ რეიკიავიკში მსოფლიო კონგრესისას (2013). ავტორია ლექსების კრებულისა „უსაქმურის დღიურები“ (2008), UEA-ს პროზაული კონკურსების მრავალგზის გამარჯვებული. Beletra Almanako-ში („ბელეტრისტული ალმანახი“) ხშირად აქვეყნებს ლექსებს, მოთხრობებსა და ესეებს.