Facebook Telegram

ესპერანტოს საზაფხულო სკოლა 2017

ბანსკა შტიავნიცა (სლოვაკეთი), 15-23 ივლისი, 2017

კულტურული პროგრამა

კონცერტები

აი დეტალები უკვე დაგეგმილ კონცერტებზე. SES-ზე თქვენთვის დაუკრავს და გაგართობთ:

Kaŝi

Kaŝi

Kaŝi (ნამდვილი სახელი კარსტენ შნათჰორსტი) - გერმანელი მუსიკოსი და ესპერანტისტი. იგი წარმოშობით ოსნაბრუკიდანაა და ცხოვრობს ჰამბურგში, სადაც ჯგუფ The Living Music Box-ში უკრავს. კარსტენი მღერის და უკრავს პიანინოზე. მისი რეპერტუარი საკუთარი სიმღერების გარდა მსოფლიოში ცნობილ ჰიტებსაც მოიცავს.

SES-ზე ის მსმენელთა გულებს დაიპყრობს თავისი ესპერანტოს სიმღერების, ცნობილი საერთაშორისო ჰიტებისა და სხვა პოპულარული ესპერანტული ნაწარმოებების შესრულებით მისთვის დამახასიათებელი შესანიშნავი ხმით.

JoMo

JoMo

JoMo (ჟან-მარკ ლეკლერკი) - ფრანგი მომღერალი და ესპერანტისტი. წარმოშობით ლილიდან (ჩრდ. საფრანგეთი), ცხოვრობს ტულუზაში. ჯგუფ "Les Rosemary's Babies"-ის ყოფილი წევრი.

იგი მუსიკის მეშვეობით შესანიშნავად აჩვენებს ენობრივ მრავალფეროვნებას. მისი ტრადიციული და როკმუსიკის რეპერტუარი 22 ენას ითვლის, მათ შორის ესპერანტოს. ამის გამო იგი გინესის რეკორდსმენიცაა. SES-ზე იგი გაგართობთ და აგაცეკვებთ თავისი სხვადასხვაენოვანი სიმღერებით, რომლებიც სიხარულითა და ენერგიითაა აღსავსე.

Jonny M

2010 წლიდან, 26 წლის Jonny M ესპერანტოზე რეგის ასრულებს. ალბომ „Pli ol espero“-ში უფასოდ გამოსული მისი პირველი სიმღერები ესპერანტოს სამყაროში მალევე გახდა პოპულარული. დიდად წარმატებული გამოდგა ალბომ „Regestilo“-ს გამოსვლაც 2013 წელს. მთელს მსოფლიოში (იაპონიანი, ბრაზილიაში, ინდონეზიასა და მრავალგან ევროპაში) კონცერტების შემდეგ, 2016 წლის დეკემბერში მან ახალი ალბომი - „Kreaktiva“ გამოუშვა, ბევრი დამაფიქრებელი და ამავდროულად საცეკვაო სიმღერით. ამიტომ, აუცილებლად დაესწარით მის კონცერტს!

დისკოთეკა

კვირეულის განმავლობაში გელით დისკოთეკები საერთაშორისო მუსიკით სხვადასხვა მუსიკოსთა შესრულებით. ბარისვე გვერდით, კლუბში, შეგეძლებათ დაგროვილი ენერგია დახარჯოთ, თუკი მთელი დღის შემდეგ რაიმე შეგრჩებათ! გართობისა და ცეკვის მოყვარული მონაწილეები აუცილებლად მოდით და გაამხიარულეთ SES-ის ღამის ცხოვრება!

კინოთეატრი

ყოველდღე მოეწყობა კინოჩვენებები ესპერანტოს სუბტიტრებით ან სულაც ესპერანტო დუბლირებით. გელით სხვადასხვა ფილმები - ზღაპრები, დოკუმენტური ფილმები, კომედიები, სამეცნიერო ფანტასტიკები. კინოჩვენებათა დეტალური პროგრამა SES-ის საცნობარო წიგნაკში გამოვა.

საერთაშორისო კულინარიული ფესტივალი

საერთაშორისო კულინარიული ფესტივალი

გაინტერესებთ მსოფლიოს კულტურები? აი სხვადასხვა ქვეყნების გემოს გასინჯვის შესაძლებლობაც. საერთაშორისო კულინარიულ ფესტივალზე შეგეძლებათ უფასოდ დააგემოვნოთ სხვადახვა უცხოური კერძი. წარმატებული ფესტივალისთვის უმჯობესია ყველა მონაწილემ თავიანთი ქვეყნიდან თან რაიმე წამოიღოს (სამხარი, ტკბილეული, ნამცხვრეული, სასმელი და ა.შ.). უმჯობესია ცნობილი ან უცნაური რამეები (ანაც ორივე), რომლებიც უცხოეთში არ იშოვება. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს თავიანთი დახლები ექნებათ ეროვნული სამზარეულოს წარსადგენად და პოპულარიზაციისთვის და ოთახი სხვადასხვა არომატთა ერთგავრ ბაზრად გადაიქცევა.