Facebook Telegram

ესპერანტოს საზაფხულო სკოლა 2017

ბანსკა შტიავნიცა (სლოვაკეთი), 15-23 ივლისი, 2017

მარშრუტები

სლოვაკეთის შიგნითა და მასსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის მატარებლებისა და საქალაქთაშორისო ავტობუსებისა განრიგის გასაცნობად ეწვიეთ ამ საჭირო ვებგვერდს: cp.sk. აქ გადაადგილების შესახებ ზუსტ ინფორმაციას იპოვით, ვებგვერდი სამ ენაზეა (სლოვაკურად, ინგლისურად და გერმანულად, ენების გადაცვლა ქვემოთ შეიძლება). სტუდენტური ბარათის ქონის შემთხვევაში, ბილეთების შეძენისას იგი თან იქონიეთ, ხშირად ფასდაკლებებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

თვითმფრინავით

ბანსკა შტიავნიცაში მოსასვლელად ყველაზე შესაფერისი გზებია ბრატისლავისა (Letisko M. R. Štefánika, BTS) და ვენის (Flughafen Wien-Schwechat, VIE) აეროპორტები. სხვა ვარიანტია აგრეთვე ბუდაპეშტის (Budapest Liszt Ferenc nemzetközi repülőtér, BUD), კოშიცესა (Letisko Košice, KSC) და პოპრადის (Letisko Poprad-Tatry, TAT) აეროპოტები. არაერთ ავიაკომპანიას (Ryanair, Wizz Air, Transavia) აქვს იაფი ფრენები ჩამოთვლილ ქალაქებში.

ვენიდან ბრატისლავაში

ვენის აეროპორტიდან ბრატისლავამდე ავტობუსი ყოველ საათში ერთხელ გამოდის. მგზავრობა ერთსაათიანია. შეგიძლიათ ბრატისლავას აეროპორტში ("Bratislava,,letisko") ან ავტობუსების მთავარ სადგურზე ("Bratislava,,AS MHD") ჩამოხვიდეთ. ბრატისლავაში ავტობუსის გაჩერების ადგილის დასაზუსტებლად გთხოვთ შეამოწმოთ ავტობუსის მარშრუტი.

განრიგი:

საქალაქო ტრანსპორტი ბრატისლავაში

ბილეთების აპარატი ბრატისლავაში

დედაქალაქში გადაადგილება საქალაქო ტრანსპორტითაა (ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი) შესაძლებელი. ბილეთი ტრანსპორტში ასვლამდე უნდა შეიძინოთ და არ დაგავიწყდეთ მისი გააქტიურება (ამისთვის ყველანაირ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სპეციალური აპარატი დგას). ისინი იყიდება ჯიხურებში, სადგურებზე დაყენებულ ავტომატებში ან მატარებლების მთავარი სადგურის გვერდითა შენობაში.

ბრატისლავას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთების შეძენა ავტობუსების გაჩერებებზე არსებული ფორთოხლისფერი ავტომატებიდან შეგიძლიათ. საჭიროა გამზადებული გქონდეთ ევროს მონეტები. საწყისი 15 წუთიანი ბილეთი ღირს 0,70 €, 30 წუთიანი - 0,90 €, ერთსაათიანი 1,20 €. 15 წლამდელ ბავშვებზე, 25 წლამდელ სტუდენტებსა და 62 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებზე ორმოცდაათპროცენტიანი ფასდაკლება მოქმედებს (იხ. დეტალური ფასები). ბილეთი საშუალებას გაძლევთ იმდენჯერ გამოიცვალოთ ტრანსპორტი, რამდენჯერაც გნებავთ.

ბრატისლავადან ბანსკა შტიავნიცამდე

ბრატისლავადან ბანსკა შტიავნიცამდე ყოველდღიურად ბევრი პირდაპირი ავტობუსი მიდის. შესაძლებელია ასევე სხვა ქალაქში (ზვოლენში ან ჟიარ ნად ჰრონომში) გადაჯდომაც. ბრატისლავადან ბანსკა შტიავნიცამდე პირდაპირი მატარებელი არ დადის და ამიტომაც მატარებლით აქ მოსახვედრად რამდენიმე გადაჯდომაა საჭირო. აუცილებლად შეამოწმეთ განრიგი cp.sk-ზე.

განრიგი:

ბანსკა შტიავნიცას ავტობუსების სადგურიდან SES-ის შენობამდე დაახლოებით ათი წუთის გზაა ფეხით. სხვა დეტალები SES-ის მნიშვნელოვან პუნქტებთან ერთად შეგიძლიათ ჩვენ მიერ მომზადებულ რუკაზე იხილოთ.

სლოვაკური ენა

მცირე პრაქტიკული რჩევა: ისწავლეთ ცოტაოდენი საჭირო სიტყვა სლოვაკურად :)
E@I-მ სლოვაკურის შესასწავლად ვებგვერდი შექმნა, თქვენ ძალიან გამოგადგებათ შემდეგი ფრაზები: http://slovake.eu/learning/intro/phrases.

SES-ის წიგნების ბაზრობაზე გაიყიდება ბროშურა ესპერანტოზე Slovaka konversacio skize (მოკლე სლოვაკური სასაუბრო).