ადგილი
SES-ქალაქი
ბანსკა შტიავნიცა სლოვაკეთის ერთ-ერთი ულამაზესი და აგრეთვე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ისტორიული ქალაქია. იგი დედაქალაქ ბრატისლავადან დაახლოებით 140, ხოლო ესპერანტოს 101-ე მსოფლიო კონგრესის (2016) მასპინძელ ქალაქ ნიტრადან - 65 კმ-ში მდებარეობს.
საზაფხულო სკოლის შენობა
მონაწილეები სტუდენტური საცხოვრებლის ორსაწოლიან ოთახებში განთავსდებიან. ოთახების მთლიანი რაოდენობა გათვლილია მაქსიმუმ 400 ადამიანზე. ყოველ ორ ოთახს საერთო ტუალეტი და აბაზანა აქვს. თუკი მარტო ცხოვრება გსურთ, მიუთითეთ სარეგისტრაციო აპლიკაციაში (ამისთვის დამატებითი საფასურის გადახდაა საჭირო, გთხოვთ შეამოწმეთ ფასებში). შესაძლებელია აგრეთვე კარავში ცხოვრებაც, თუკი საკუთარს წამოიღებთ.
გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტურ საცხოვრებელსა და სკოლაში ცხოველები დაუშვებელია.
შენიშვნა: შენობა ღამის გასათევად „ნორმალურ“ (ჩვეულებრივ) პირობებს გვთავაზობს, დიდ ფუფუნებას ნუ მოელით. თუკი მეტი ფუფუნება გსურთ, შეგვატყობინეთ და ვეცდებით დაგეხმაროთ. შესაძლებელია ასევე პირდაპირ დაუკავშირდეთ მიმდებარე პანსიონებსა და სასტუმროებს.
მისამართი
SES-ის მთავარი შენობა (კვება, ღამის გათევა, პროგრამა)
Školský internát pri SOŠ služieb a lesníctva
Kolpašská 9
969 56 Banská Štiavnica
სლოვაკეთი
http://www.dmbs.wbl.sk/
მეცადინეობები
Gymnázium Andreja Kmeťa
Kolpašská 1738/9
969 56 Banská Štiavnica
სლოვაკეთი
https://gymbs.edupage.org/
შენიშვნა: ღონისძიებასთან დაკავშირებით გთხოვთ არ მიმართოთ საკუთრივ შენობის ადმინისტრაციას, არამედ თავად ღონისძიების ორგანიზატორებს (იხილეთ გვერდი კონტაქტი.)
მომსახურება
- ბარი და „გუფუიო“ (საჩაიე) (საღამოობით)
- საცხოვრებელს უწყვეტი Wi-Fi მიეწოდება.
- მაგიდის ჩოგბურთი
- მრავალი საზოგადოებრივი სასადილო/ბარი (ახლომახლო)