Facebook Telegram

ესპერანტოს საზაფხულო სკოლა 2017

ბანსკა შტიავნიცა (სლოვაკეთი), 15-23 ივლისი, 2017

ექსკურსიები

ყველა ექსკურსიისთვის ცალკე უნდა გადაიხადოთ - შესაძლეებლია მათი დაჯავშნა შემდეგ თარიღამდე: 30.06.2017. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში თავისუფალი ადგილების გარანტიას ვერ მოგცემთ.

ნახევარდღიანი ექსკურსიები

ბანსკა შტიავნიცა - ქალაქი, სასახლე

ბანსკა შტიავნიცას მთავარი მოედანი
წყარო: Wikimedia Commons

(9 EUR, 16.07.2017)

გაინტერესებთ რატომ იმართება SES-ი წელს ამ ქალაქში ან რატომ აირჩა სლოვაკეთის მაინცდამაინც ეს ქალაქი იუნესკოს ქალაქად? გაინტერესებთ ისტორია, შუასაუკუნეები, მაღაროელთა სამუშაო, მინერალები, ძვირფასი ლითონები (ოქრო, ვერცხლი) ან უბრალოდ მოგზაურობის მოყვარული ხართ და გსურთ გაეცნოთ იმ ადგილს, სადაც ერთ კვირას გაატარებთ? მაშინ აუცილებლად წამოდით ამ ექსკურსიაზე! გამოცდილი ადგილობრივი გიდი მოგვიყვება ქალაქთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებზე, მნიშვნელოვან მოვლენებზე, პიროვნებებსა და ღირსშესანიშნაობებზე.

გავისეირნებთ ქალაქის ცენტრში, ვესტუმრებით ძველ სასახლესა და ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს მინერალებისა და მაღაროელთა გზა „მიხალის“ შესახებ მდიდარი ექსპოზიციით.

ქალაქისა და რეგიონის ვებგვერდი (ტურისტული)

დასაწყისი: 14:00, დაბრუნება: 19:00

ბანსკა შტიავნიცა - მაღაროელთა მუზეუმი

(12 EUR, 18.07.2017)

მაღაროელთა მუზეუმი ბუნებაში შედგება როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ექსპოზიციებისაგან. მიწისზედაში წარმოდგენილია მაღაროელთა ნაგებობები და აღჭურვილობანი მთელი სლოვაკეთიდან, გეოლოგიური ექსპოზიცია და მაღაროელტა ხელსაწყოების კოლექცია. ყველაზე მეტად საინტერესოა მაღალო „ბართოლომეოს“ მონახულება. მაღაროელის მოსასხამში გამოწყობილი, ჩაფხუტითა და ფარნით, თქვენ თავად გამოცდით იმ ეპოქაში მაღაროელთა ცხოვრების პირობებს.

საექსკურსიო გზაზე გაეცნობით მე-17 და მე-19 საუკუნეთა მაღაროულ ცხოვრებას, ძველი ხელსაწყოებითა და აღჭურვილობით. ეს მუზეუმი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა.

მუზეუმის ვებგვერდი

აუცილებლად წამოიღეთ: გამძლე, დახურული ფეხსაცმელი და თბილი ტანსაცმელი - გრძელი შარვალი და გრძელმკლავიანი პულოვერი/მოსაცმელი (მაღაროში ტემპერატურა მხოლოდ 12 გრადუსია!)

დასაწყისი: 14:00, დაბრუნება: 19:00

ჰოდრუშა-ჰამრე - მაღარო როზალია

(12 EUR, 17.07.2017)

ამ საოცარი ექსკურსიის მთავარი დანიშნულების პუნქტია უცნაურსახელიანი მაღარო „Starovšechsvätých“ („ძველყოველწმიდათა“). მაღარო მთელს რეგიონში ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესია. პირველი წერილობითი წყარო მასზე 1378 წლიდან მოიპოვება, მაგრამ თავად უფრო ძველია. მაღარო 1752 წელს მოინახულა ფრანც I შტეფანმა -
მარია ტერეზას მეუღლემ, მოგვიანებით კი ასევე კრონპრინცებმა ლეოპოლდ II-მ და იოზეფ II-მ. ვნახავთ თავდაპირველ მდგომარეობაში შენარჩუნებულ მიწისქვეშა მაღაროს და ვეზიარებით მაღაროელთა მუშაობის რეალურ პირობებს. იგი მაღაროლეთა მუშაობის 700 წელზე უფრო ხანგრძლივ ისტორიას გაგვაცნობს.

მაღაროს ვებგვერდი

აუცილებლად წამოიღეთ: გამძლე, დახურული ფეხსაცმელი და თბილი ტანსაცმელი - გრძელი შარვალი და გრძელმკლავიანი პულოვერი/მოსაცმელი (მაღაროში ტემპერატურა მხოლოდ 12 გრადუსია!)

შენიშვნა: არარეკომენდებულია კლაუსტროფობიის მქონე პირთათვის

დასაწყისი: 14:00, დაბრუნება: 19:00

პოჩუვადლო - ტბა, ბანაობა, ტყეში გასეირნება

მთა სიტნო
წყარო

(9 EUR, 19.07.2017)

გსურთ ძალიან ადრე გაიღვიძოთ ერთდღიან ექსკურსიაზე წასასვლელად ან ამისთვის ფული გაკლიათ? ან უბრალოდ მთელი დღისთვის სხვა პროგრამას ეძებთ? მაშინ ამ ექსკურსიას გირჩევთ!

გვექნება ორი გზა: ცურვისა და ძილის მოყვარულთათვის უბრალოდ ყველაზე ცნობილ ტბას ვეწვევით პოჩუვადლოს რეგიონში, სადაც შეგვეძლება დავისვენოთ, ვიცურაოთ, გავირუჯოთ და ა.შ.

ტურიზმის მოყვარულ მონაწილეებს ვთავაზობთ საინტერესო ლაშქრობას სიტნოს მთაზე ირგვლივ ულამაზესი ხედებით. (მთის წვერზე ლამაზი ქოხია, სადაც დასვენება და ძალების მოკრება შეგვეძლება.) უკან დაბრუნებისას გზად მოცურავეებს შემოვიერთებთ და SES-ს დავუბრუნდებით (ღამის პროგრამის გასაგრძელებლად).

სიტნო (1 009,2 მ) შტიავნიცკეს მთიანეთის უმაღლესი მთა და ამავდროულად ევროპული ტურიზმის აკვანია. მთის წვერიდან ირგვლივ ულამაზესი ხედები იშლება. ჯერ კიდევ 1737-38 წლებში სვეტი ანტონის სასახლის მფლობელმა იოზეფ კოჰარიმ სიტნოს მთაზე ევროპაში პირველი გადმოსახედი ააგებინა. მე-13 საუკუნეში მთაზე არსებობდა მომცრო ციხესიმაგრე, რომლის ნაშთებიც დღემდე შემონახულია.

პოჩუვადლოს ტბა 12 ჰექტარზე ხელოვნურად შექმნილ წყალსაცავს წარმოადგენს, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებადი ადგილია.

წამოიღეთ საცურაო კოსტუმი, პირსახოცი და საჭმელი (ჭამა ადგილზეც შესაძლებელია - რესტორანში).

დასაწყისი: 13:30, დაბრუნება: 18:30 (სურვილისამებრ, ამინდის მიხედვით)

ზვოლენი - ქალაქი, სასახლე, პუსტი ჰრადი

(15 EUR, 21.07.2017)

ვესტუმრებით სლოვაკეთის ერთ-ერთ უძველეს ლამაზ ქალაქ ზვოლენს. პირველი წერილობითი წყარო ქალაქზე 1135 წლიდან გვხვდება, 1238 წელს იგი თავისუფალი სამეფო ქალაქი გახდა.

ქ. ზვოლენი ზვოლენის ქვაბულის სამხრეთით მდებარეობს, მდინარეების ჰრონისა და სლატინას შეერთების ადგილზე, მისი ტერიტორია ნაწილობრივ იავორიეს მთიანეთშია მოქცეული. ქალაქი მნიშვნელოვანი მაგისტრალებითა და სარკინიგზო ხაზებით უკავშირდება პრიევიძას, ბანსკა ბისტრიცასა და კრუპინას.

ღირსშესანიშნაობები

დასაწყისი: 14:00, დაბრუნება: 19:00

ერთდღიანი ექსკურსიები

ბოინიცე - ქალაქი, სასახლე, ზოოპარკი

ბოინიცეს სასახლე
წყარო: Miroslav Petrasko

(30 EUR, 19.07.2017)

ბოინიცე გახლავთ „ქალაქი სპა“ ცენტრალურ სლოვაკეთში. ისტორიულ წყაროებში ცხელი წყლები ჯერ კიდევ ადრეული მე-13 საუკუნიდან გვხვდება. 1938 წელს კურორტი მსოფლიოში ცნობილმა ფირმამ - ბატამ შეიძინა, მოგვიანებით იგი სახელმწიფოს საკუთრება გახდა, 1995 წლიდან კი სააქციო კომპანიას წარმოადგენს.

კურორტის ისტორია განუყოფელია ბოინიცეს სასახლისაგან. ესაა რომანტიკული სასახლე, ნაწილობრივ ორიგინალური გოთიკური და აღორძინების ხანის ელემენტებით. სასახლე მრავალ ფილმში გადაუღიათ და მასში ყოველწლიურად იმართება სულებისა და ურჩხულების ბავშვებისათვის ძლიერ საყვარელი ცნობილი ფესტივალი. ამჟამად სასახლეს სლოვაკეთის ეროვნული მუზეუმი განაგებს. სასახლის ქვეშ ასევე აღმოჩენილია გამოქვაბული და მიმდებარე პარკში დგას სლოვაკეთის ყველაზე ხანდაზმული ხე - დაახლოებით 700 წლის ცაცხვი.

ექსკურსიისას ცნობილ „ზოოპარკსაც“ ვესტუმრებით. ბოლო დროს იგი ფოკუსირებულია იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობებზე - მათ შორისაა ანთარი როლოუეი (მაიმუნის სახეობა) და ანტილოპა ბონგო.

ბანსკა ბისტრიცა - ქალაქი, დონოვალი (მთა ზვოლენი, ზღაპრული ქალაქი ჰაბაკუკი)

ბანსკა ბისტრიცას მთავარი მოედანი
წყარო: Wikimedia Commons

(30 EUR, 19.07.2017)

ჯერ ქალაქ ბანსკა ბისტრიცაში ვიზიტი გელით - მისი ცენტრი, ღირსშესანიშნაობანი და სასეირნოდ, სუვენირებისა და სადილისათვის გამოყოფილი თავისუფალი დრო. შემდეგ თვალწარმტაც ზღაპრულ ქალაქ ჰაბაკუკის მოვინახულებთ, რომელიც სლოვაკური ხალხური ზღაპრების მოტივებზე დაყრდნობით შეიქმნა.

ტურიზმის ყველაზე მეტად მოყვარული მონაწილეებისათვის გზა დონოვალამდე, ზვოლენის მთის წვერამდე გაგრძელდება, საიდანაც უმშვენიერიესი ხედებით დატკბობა გელით. ნამდვილად რეკომენდებული თავგადასავალია!

დასაწყისი: 8:45, დაბრუნება: 19:00