ფასები
სარეგისტრაციო გადასახადი
რეგისტრაციის გადასახადი ღონისძიების მთლიანი საფასურის მხოლოდ ნაწილს ფარავს. დანარჩენ საპროგრამო ფასებს სხვა წყაროთაგან შემოსული ფინანსებით იფარება.
18 წლამდე ასაკის მონაწილეები მხოლოდ სიმბოლურ სარეგისტრაციოს იხდიან.: 20 EUR.
6 წლამდე ბავშვებისთვის მონაწილეობა უფასოა
26 წლამდე სტუდენტებსა და 62 წელს გადაცილებულ პენსიონრებზე მოქმედებს ფასდაკლება: 5 EUR.
რეგისტრაციის თარიღი | A ქვეყნები | B ქვეყნები | C ქვეყნები |
---|---|---|---|
28.02.2018-მდე | 55 € | 40 € | 25 € |
30.04.2018-მდე | 65 € | 50 € | 35 € |
30.06.2018-მდე | 75 € | 60 € | 45 € |
30.06.2018-ის შემდეგ | 100 € | 85 € | 70 € |
ქვეყნების კატეგორიები:
- A ქვეყნები: B და C ქვეყნების გარდა ყველა ქვეყანა;
- B ქვეყნები: ევროკავშირის წევრი ათი ქვეყანა 2004 წლიდან (ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, კვიპროსი, ლიტვა, ლატვია, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია);
- C ქვეყნები: რუმინეთი და ბულგარეთი; ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნები; აზიის (ისრაელის, იაპონიისა და კორეის გარდა), აფრიკისა და ლათინოამერიკის ყველა ქვეყანა..
შენიშვნები:
- ადგილზე სარეგისტრაციოდ საჭიროა დამატებითი საფასურის გადახდა: 10 EUR.
- რეგისტრაცია ძალაშია მხოლოდ 40 ევროს გადახდის შემდეგ.
- 31 მაისამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში უკან დაბრუნებულ წინასწარ გადახდილ თანხას გამოაკლდება 10 ევრო. 30 ივნისამდე გაუქმების შემთხვევაში წინასწარ გადახდილს ჩამოეჭრება 30 ევრო.
- რეგისტრაციის თარიღად ითვლება მინიმუმ სარეგისტრაციოს გადახდის თარიღი.
- შესაძლებელია მაქსიმუმ ორჯერ უფასოდ შეიტანოთ ცვლილებები უკვე დაჯავშნილ მომსახურებაში 2018 წლის 30 ივნისამდე. მოცემული თარიღის შემდეგ ცვლილებების შეტანის შემთხვევაში გადაიხდით დამატებით 2 ევროს ყოველ ცვლილებაზე.
- ღონისძიების პროგრამის გამდიდრებაში წვლილის შეტანის შემთხვევაში შეიძლება ფასდაკლების მიღება ან შეძლებისამებრ სარეგისტრაციო გადასახადის სრულიად მოხსნა. გთხოვთ წინადადების ქონის შემთხვევაში მიუთითეთ ეს სარეგისტრაციო აპლიკაციაში და ჩვენც დაგიკავშირდებით.
კვების საფასური
შეგიძლიათ სამგვარი კვებიდან აირჩიოთ: ხორციანი, ვეგეტარიანული, ვეგანური.
შენიშვნა: ხორცისმჭამელთა საყურადღებოდ:
SES-ზე მოქმედებს ე.წ. „მწვანე ფასდაკლება“. უხორცოდ კვების (ვეგეტარიანულად ან ვეგანურად) შემთხვევაში გადაიხდით დღეში 1 ევროთი ნაკლებს, რაც მთელი ღონისძიების მანძილზე 8 ევროს უდრის. გმადლობთ გულისხმიერებისთვის! რასაკვირველია გაგვეხარდება თუკი უფრო იაფ ვარიანტს აირჩევთ, ცხოველთა ზედმეტი კვლის გარეშე და თან ფულის დაზოგვით. და იქნებ მოგეწონოთ კიდეც კვების მსგავსი ჩვევა და კვირეულის შემდეგ სახლშიც მსგავსად განაგრძოთ.
დაჯავშნულ კვებაში ცვლილებების შეტანა მისაღებია მაქსიმუმ 10 ივლისამდე. განსაკუთრებულ საჭიროებათა და სურვილთა შემთხვევაში გთხოვთ წინასწარ გააფრთხილოთ ორგანიზატორები.
კვება/კაცი | მთლიანი ღონისძიება | 1 დღე |
---|---|---|
დღიური კვება – ვეგეტარიანული / ვეგანური | 100 € | 12.5 € |
დღიური კვება – ხორციანი | 108 € | 13.5 € |
საუზმე – ვეგეტარიანული / ვეგანური | 32 € | 4 € |
საუზმე – ხორციანი | 36 € | 4.5 € |
სადილი – ვეგეტარიანული / ვეგანური | 36 € | 4.5 € |
სადილი – ხორციანი | 40 € | 5 € |
ვახშამი – ვეგეტარიანული / ვეგანური | 36 € | 4.5 € |
ვახშამი – ხორციანი | 40 € | 5 € |
შენიშვნა: დაჯავშნული კვება იწყება მოსვლის დღის ვახშმით და მთავრდება წასვლის დღის სადილით. სხვაგვარ სურვილთა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
განთავსების საფასური
განთავსება/ადამიანი | მთლიანი ღონისძიება (8 ღამე) | ერთი ღამე / ყველა დამატებითი ღამე |
---|---|---|
ერთი კაცი (ორსაწოლიან ოთახში)* | 175 € | 25 € |
ორსაწოლიანი ოთახი | 105 € | 15 € |
სამსაწოლიანი ოთახი | 84 € | 12 € |
ოთახი ( 26 წლამდე სტუდენტები)** | 70 € | 10 € |
Amasloĝejo*** | 35 € | 5 € |
საკუთარი კარავი ან ავტომობილი | 35 € | 5 € |
*La kvanto de unupersonaj ĉambroj en la SES-ejo estas limigita. Pro tio, la prezo nun estas fiksita je tuta aranĝo sendepende de la nombro da tranoktoj dum SES. Se vi nepre volas loĝi sola, bonvolu konsideri loĝadon en la apudaj pensionoj/hoteloj.
**სკოლის მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს საცხოვრებელზე ფასდაკლებით შეუძლიათ ისარგებლონ. ოთახის იაფად დასაჯავშნად, გთხოვთ სარეგისტრაციო ფორმაში თქვენი ISIC ბარათის ან სხვა რომელიმე დამადასტურებელი საბუთის ნომერი შეიყვანოთ.
***Amasloĝejo estas granda ĉambro sen litoj, kie homoj dormos komune. Vi devos kunporti proprajn dormosakon kaj dormomaton kaj vi havos aliron al duŝejo.
შენიშვნები:
- ღონისძიება 8 ღამეს (შაბათ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით) ითვლის. შეგიძლიათ უფრო ნაკლები პერიოდით მიიღოთ მონაწილეობა, მაგრამ, ამ შემთხვევაში გთხოვთ სარეგისტრაციო ფორმაში შეგვატყობიოთ მოსვლისა და წასვლის სასურველი თარიღები. შესაძლებელია ერთი დღით ადრე მოსვლაც (პარასკევს) და ერთი დღით მეტად დარჩენაც (ორშაბათამდე). ამ შემთხვევაში გთხოვთ ესეც მიუთითოთ სარეგისტრაციო ფორმაში და გამოთვალოთ ცხოვრების დამატებითი გადასახადი.
- პანსიონთა და სასტუმროთა ფასები ყოველთვის დამოკიდებულია კონკრეტულ ადგილზე, ორგანიზატორებს ამასთან შეხება არ აქვთ. გთხოვთ გაეცნოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ადგილთა ვებგვერდებს შემდეგ გვერდზე: ადგილმდებარეობა.
- ყოველ ორ ოთახს გააჩნია საერთო საშხაპე და საპირფარეშო.
მოწვევის წერილი
სლოვაკეთში ჩამოსასვლელად მოწვევის წერილი ღირს 35 EUR. ეს არ ეხება რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს, რომელთათვისაც მოსაწვევი მხოლოდ 3 EUR ღირს და არსებობს ვიზის უფასოდ მიღების შანსი.
შენიშვნა: საჭიროა გადახდა, რადგან მოწვევის წერილებს პოლიცია ამოწმებს. ღონისძიების მოსაწვევების გამოგზავნა მხოლოდ 15.06.2018-მდე შეგვიძლია. ამიტომაც, ვიზის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ ამ თარიღამდე დარეგისტრირდეთ. მოწვევის მისაღებად გთხოვთ სარეგისტრაციო ფორმაში საჭირო ველები შეავსოთ. გთხოვთ დამატებით გამოაგზავნოთ თქვენი სამოგზაურო პასპორტის ფოტოასლი შემდეგ ელფოსტაზე: ses@ikso.net. იგი მოწვევის წერილის გამოსაგზავნად საჭიროა პოლიციისთვის.
ჩვენი საკონსულო ცალკეულ საელჩოებს თხოვს SES-ის მონაწილეებისთვის ვიზების უფასოდ გაცემას. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება საკონსულოში ვიზისთვის გადახდა არ მოგიწიოთ, მაგრამ ამის ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს. იმედია ვიზები ჩვეულებრივზე უფრო ადრე გაიცემა.
ექსკურსიები
ყველა ექსკურსიისთვის ცალკე უნდა გადაიხადოთ - შესაძლეებლია მათი დაჯავშნა შემდეგ თარიღამდე: 30.06.2018. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში თავისუფალი ადგილების გარანტიას ვერ მოგცემთ.
დამატებითი უფასო მომსახურება
SES-ის განმავლობაში არაერთი მომსახურება უფასოა. მთელი კვირეულის განმავლობაში თქვენს განკარგულებაშია:
- უწყვეტი ინტერნეტი;
- მაგიდის თამაშები;
- ყავისა და ჩაის ბუფეტი.