ესპერანტოს საზაფხულო სკოლა (SES 2017) ჩატარდა 2017 წლის 15-23 ივლისს.
SES 2017 ჩატარდა სლოვაკეთის ისტორიულ ქალაქ ბანსკა შტიავნიცაში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ბრატისლავადან 140, ხოლო უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტიდან 105 კმ-ში მდებარეობს.
პროგრამა რამდენიმე ნაწილისგან შედგება:
- დილით: ესპერანტოს სწავლება;
- ნაშუადღევს: ექსკურსიები, მოხსენებები, სემინარები, სპორტული გასართობები, სამუშაო ჯგუფები და ა.შ.;
- საღამოს: ეროვნული და საერთაშორისო საღამოები, კონცერტები, კინოჩვენება, დისკოთეკა...
ესპერანტოს სწავლებას ენობრივ დონეთა შესაბამისად გაუძღვებიან გამოცდილი პედაგოგები 5 ჯგუფად.
პროგრამის წიგნაკი
წიგნაკი დეტალური ინფორმაციით პროგრამაზე, რომელიც SES 2017-ზე გელით: მოხსენებები, კონცერტები, ექსკურსიები და ა.შ. გადმოსაწერათ დააწკაპეთ მოცემულ ბმულზე: გადმოწერა.
მზადაა კვირეულის პროგრამის დროებითი დეტალური განრიგი: გადმოწერა.
საინფორმაციო ბიულეტენი
საინფორმაციო ბიულეტენი ტრანსპორტსა და SES 2017-ში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციით. აირჩიეთ მოცემულ ენათაგან ერთ-ერთი და გადმოწერეთ ბიულეტენი.