ესპერანტოს საზაფხულო სკოლა 2018

ლიპტოვსკი-მიკულაში (სლოვაკეთი), 14-22 ივლისი, 2018
შესრულებულია ქართული თარგმანის 58%. ზოგიერთი ინფორმაცია შესაძლოა ვადაგასული იყოს. ყველა განახლებული ინფორმაცია ვებგვერდის ესპერანტულ ვერსიაშია.

ფასები

სარეგისტრაციო გადასახადი

რეგისტრაციის გადასახადი ღონისძიების მთლიანი საფასურის მხოლოდ ნაწილს ფარავს. დანარჩენ საპროგრამო ფასებს სხვა წყაროთაგან შემოსული ფინანსებით იფარება.

18 წლამდე ასაკის მონაწილეები მხოლოდ სიმბოლურ სარეგისტრაციოს იხდიან.: 20 EUR.

6 წლამდე ბავშვებისთვის მონაწილეობა უფასოა

26 წლამდე სტუდენტებსა და 62 წელს გადაცილებულ პენსიონრებზე მოქმედებს ფასდაკლება: 5 EUR.

რეგისტრაციის თარიღი A ქვეყნები B ქვეყნები C ქვეყნები
28.02.2018-მდე 55 € 40 € 25 €
30.04.2018-მდე 65 € 50 € 35 €
30.06.2018-მდე 75 € 60 € 45 €
30.06.2018-ის შემდეგ 100 € 85 € 70 €

ქვეყნების კატეგორიები:

შენიშვნები:

კვების საფასური

შეგიძლიათ სამგვარი კვებიდან აირჩიოთ: ხორციანი, ვეგეტარიანული, ვეგანური.

შენიშვნა: ხორცისმჭამელთა საყურადღებოდ:

SES-ზე მოქმედებს ე.წ. „მწვანე ფასდაკლება“. უხორცოდ კვების (ვეგეტარიანულად ან ვეგანურად) შემთხვევაში გადაიხდით დღეში 1 ევროთი ნაკლებს, რაც მთელი ღონისძიების მანძილზე 8 ევროს უდრის. გმადლობთ გულისხმიერებისთვის! რასაკვირველია გაგვეხარდება თუკი უფრო იაფ ვარიანტს აირჩევთ, ცხოველთა ზედმეტი კვლის გარეშე და თან ფულის დაზოგვით. და იქნებ მოგეწონოთ კიდეც კვების მსგავსი ჩვევა და კვირეულის შემდეგ სახლშიც მსგავსად განაგრძოთ.

დაჯავშნულ კვებაში ცვლილებების შეტანა მისაღებია მაქსიმუმ 10 ივლისამდე. განსაკუთრებულ საჭიროებათა და სურვილთა შემთხვევაში გთხოვთ წინასწარ გააფრთხილოთ ორგანიზატორები.

კვება/კაცი მთლიანი ღონისძიება 1 დღე
დღიური კვება – ვეგეტარიანული / ვეგანური 100 € 12.5 €
დღიური კვება – ხორციანი 108 € 13.5 €
საუზმე – ვეგეტარიანული / ვეგანური 32 € 4 €
საუზმე – ხორციანი 36 € 4.5 €
სადილი – ვეგეტარიანული / ვეგანური 36 € 4.5 €
სადილი – ხორციანი 40 € 5 €
ვახშამი – ვეგეტარიანული / ვეგანური 36 € 4.5 €
ვახშამი – ხორციანი 40 € 5 €

შენიშვნა: დაჯავშნული კვება იწყება მოსვლის დღის ვახშმით და მთავრდება წასვლის დღის სადილით. სხვაგვარ სურვილთა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

განთავსების საფასური

განთავსება/ადამიანი მთლიანი ღონისძიება (8 ღამე) ერთი ღამე / ყველა დამატებითი ღამე
ერთი კაცი (ორსაწოლიან ოთახში)* 175 € 25 €
Dulita ĉambro 105 € 15 €
Trilita ĉambro 84 € 12 €
ოთახი ( 26 წლამდე სტუდენტები)** 70 € 10 €
საკუთარი კარავი ან ავტომობილი 35 € 5 €

*La kvanto de unupersonaj ĉambroj en la SES-ejo estas limigita. Pro tio, la prezo nun estas fiksita je tuta aranĝo sendepende de la nombro da tranoktoj dum SES. Se vi nepre volas loĝi sola, bonvolu konsideri loĝadon en la apudaj pensionoj/hoteloj.

**სკოლის მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს საცხოვრებელზე ფასდაკლებით შეუძლიათ ისარგებლონ. ოთახის იაფად დასაჯავშნად, გთხოვთ სარეგისტრაციო ფორმაში თქვენი ISIC ბარათის ან სხვა რომელიმე დამადასტურებელი საბუთის ნომერი შეიყვანოთ.

შენიშვნები:

მოწვევის წერილი

სლოვაკეთში ჩამოსასვლელად მოწვევის წერილი ღირს 35 EUR. ეს არ ეხება რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს, რომელთათვისაც მოსაწვევი მხოლოდ 3 EUR ღირს და არსებობს ვიზის უფასოდ მიღების შანსი.

შენიშვნა: საჭიროა გადახდა, რადგან მოწვევის წერილებს პოლიცია ამოწმებს. ღონისძიების მოსაწვევების გამოგზავნა მხოლოდ 15.06.2018-მდე შეგვიძლია. ამიტომაც, ვიზის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ ამ თარიღამდე დარეგისტრირდეთ. მოწვევის მისაღებად გთხოვთ სარეგისტრაციო ფორმაში საჭირო ველები შეავსოთ. გთხოვთ დამატებით გამოაგზავნოთ თქვენი სამოგზაურო პასპორტის ფოტოასლი შემდეგ ელფოსტაზე: ses@ikso.net. იგი მოწვევის წერილის გამოსაგზავნად საჭიროა პოლიციისთვის.

ჩვენი საკონსულო ცალკეულ საელჩოებს თხოვს SES-ის მონაწილეებისთვის ვიზების უფასოდ გაცემას. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება საკონსულოში ვიზისთვის გადახდა არ მოგიწიოთ, მაგრამ ამის ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს. იმედია ვიზები ჩვეულებრივზე უფრო ადრე გაიცემა.

ექსკურსიები

ყველა ექსკურსიისთვის ცალკე უნდა გადაიხადოთ - შესაძლეებლია მათი დაჯავშნა შემდეგ თარიღამდე: 30.06.2018. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში თავისუფალი ადგილების გარანტიას ვერ მოგცემთ.

დამატებითი უფასო მომსახურება

SES-ის განმავლობაში არაერთი მომსახურება უფასოა. მთელი კვირეულის განმავლობაში თქვენს განკარგულებაშია: